|
თბილისის ეკონომკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს კედიტების, ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS), რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის აკადემიურ დატვირთვაზე და ითვალისწინებს სასწავლო პროგრამის სრულყოფილად დაუფლებას.
სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურიანი სწავლების სისტემით.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია
ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა პრინციპების, თეორიებისა და კომცეფციების გაცნობა და სტუდენტთა მიერ სისტემური ცოდნის დაუფლება, სტუდენტ-ახალგაზრდობაში ანალიზის უნარის დამკვიდრება, კომპლექსური ხედვის და შეფასების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება.
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს: საუნივერსიტეტო სპეციალობების და სპეციალიზაციის მოდულებს სამართალმცოდნეობის, ბიზნესის მართვის, ჟურნალისტიკისა და უცხოური ენების მიმართულებით, რომლითაც ხორციელდება სავალდებულო და არჩევითი დისციპლინების სწავლება.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია
ა) სამართალმცოდნეობის მიმართულებით: სამართალმცოდნეთათვის დამახასიათებელი იურიდიული აზროვნებისა და საზოგადოებაში მიმდინარე სამართლებრივი მომენტებისადმი სწორი მიდგომა, სამართლებრივად მათი სწორი შეფასება, სამართალმცოდნე მაგისტრის აღჭურვა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და მათი მომზადება სამართალდამცავი სისტემის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად;
ბ) ბიზნესის მართვის მიმართულებით: ბიზნესის თანამედროვე თეორიების ფლობის, ბიზნესტერმინოლოგიის წვდომის, ბიზნესგეგმებში გარკვევის, დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირების მიზნით სასწავლო პროცესის წარმართვა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადება;
გ) უცხოურ ენათა მიმართულებით: უცხოური ენების ნორმათა კვლიფიციური ცოდნის დაუფლება, საზღვარგარეთის ქვეყნებში აპრობირებული სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემების მოთხოვნის შესაბამისად სწავლების პროცესის წარმართვა, რომლითაც მიღწეული იქნება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებში დამკვიდრებული პრინციპების შესაბამისი საქმიანობა უცხოური ენებისა და ლიტერატურის მომავალ მკვლევართა აღზრდის მიზნით.
|