header02 header03
header01
 
 
         
 
 
 
   
 
 
   
     
ჩვენ შესახებ>>

ჰუმანიტარულ - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2007 წლის ივლისში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის (ფილიალის) ბაზაზე.
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სპეციალობით: ჰუმანიტარული მეცნიერებანი , სოციალური მეცნიერებანი და სამართალი.
სპეციალობის ”ჰუმანიტარული მეცნიერებები” სპეციალიზაციაა:
• უცხოური ენები და ლიტერატურა (ინგლისური, გერმანული)
”უცხოური ენებისა და ლიტერატურის” პროგრამა - ეფუძნება ენის სწავლების მრავალწლიან გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად იგი ითვალისწინებს სასწავლო პროცესის ახლებურ ხედვასა და წარმართვას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უპირატესად ენის პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის ცალმხრივობის დაძლევას.
პროგრამა უცხოურ ენასა და ლიტერატურაში უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულს:
• ჰქონდეს ზოგადი ჰუმანიტარული ცოდნა, აგრეთვე კონკრეტული კომპეტენცია უცხოურ ენასა და ლიტერატურაში, ფლობდეს კვლევის ხერხებსა და მეთოდოლოგიის საფუძვლებს;
• ესმოდეს თუ როგორ იცვლება სამეცნიერო ინტერესები, კატეგორიები და პრობლემები დროსთან ერთად და როგორ უკავშირდება ისინი ამა თუ იმ ეპოქის პოლიტიკურ და კულტურულ ინტერესებს;
• შეეძლოს ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება, პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაწყვეტის ხერხებისა და გზების შერჩევა;
• ჰქონდეს ფაქტობრივი მასალის ანალიზისა და სინთეზის უნარი;
• შეეძლოს კონსტრუქციული გზით კრიტიკული შეხედულებების გამოხატვა, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა ზეპირი და წერილობითი ფორმით, ჰქონდეს კრიტიკული და თვითკრიტიკული უნარ-ჩვევები.
კურდამთავრებულს ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი
სპეციალობის ”სოციალური მეცნიერებები” სპეციალიზაციებია:
• ეკონომიკა
• ჟურნალისტიკა
”ეკონომიკის” პროგრამა - ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე, ეკონომიკური დისციპლინების თეორიული საფუძვლების სწავლებასა და ეკონომიკის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, რომელთაც შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდებით წარმართონ ეკონომიკური საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.
აღნიშნული სპეციალობით სწავლების უმთავრესი მიზანია:
• თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საბაზისო საუნივერსიტეტო განათლებისა და პროფესიული ცოდნის შეძენისათვის სავალდებულო საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მართვის მეცნიერებათა სუფუძველმდებ პრინციპებისა და აქტუალური საკითხების შესწავლა;
• განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად პროფესიული სრულყოფისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ დისციპლინათა სიღრმისეული შესწავლა;
• კონკრეტული ეკონომიკური და მმართველობითი ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიათა დაუფლება;
• ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი მიდგომის, თეორიული კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარ-ჩვევათა გამომუშავება-განვითარება და ა.შ.
კურსდამთავრებულს ენიჭება სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი
”ჟურნალისტიკის” პროგრამის - მიზანია მოამზადოს პრაქტიკოსი ჟურნალისტი და მასობრივი კომუნიკაციების მკვლევარი, შესძინოს სტუდენტს პროფესიული პრაქტიკისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. კურსდამთავრებული მომზადებულია პროფესიული საქმიანობისათვის, რომელიც მიმართულია საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოიცავს: მრავალფეროვანი, ოპერატიული, სრული და უტყუარი ინფორმაციის, მიწოდებას; აქტუალური სოციალური პრობლემების ანალიზს; საზოგადოებრივი აზრის გამოხატვასა და ფორმირებას. სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის ობიექტები არის მასალები ბეჭდური გამოცემებისათვის, რადიო და ტელეგადაცემებისათვის, საინფორმაციო სააგენტოებისათვის, სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურებისათვის. სპეციალობის დაუფლების შემდეგ კურსდამთავრებული მზადაა: პროფესიული ჟურნალისტული, სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობისათვის.
კურდამთავრებულს ენიჭება სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი
სპეციალობის ”სამართალი” სპეციალიზაციაა:
• სამართალმცოდნეობა
”სამართალმცოდენობის” პროგრამა - ორიენტირებულია საბაზისო სწავლებასა და სამართლის სფეროში კვალიფიციური იურისტების მომზადებაზე. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის უმთავრესი ამოცანებია:
• სამართლის ძირითად დარგებში კანონმდებლობის დაუფლება, ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კანონების გაცნობა და შედარებითი ანალიზი;
• სასამართლო პრაქტიკის შესწავლა და მისი განზოგადება;
• კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების სწორად განმარტების წესების დაუფლება;
• სამართლებრივი აქტებისა და ნორმატიული დოკუმენტების წაკითხვა;
• მიღებული გადაწყვეტილებების სწორად დასაბუთების უნარ-ჩვევათა გამომუშავება და ა.შ.
კურდამთავრებულს ენიჭება სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი პროგრამული მიმართულებები:
• საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულება
• სამართლის მიმართულება
• ეკონომიკის მიმართულება
ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოღვაწეობს 5 სრული პროფესორი, 7 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ პროფესორი.
ფაკულტეტზე ბაკალავრიატში ირიცხება 192 სტუდენტი, მაგისტრატურაში 53 მაგისტრანტი.
ჰუმანიტარულ - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2010 – 2011 ს.წ. ბაკალავრიატის საფეხურზე აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს დოქტორანტურა ქართული და ევროპული ენების და ლიტერატურის განხრით, დღეისათვის ირიცხება 9 დოქტორანტი

 

 

 

© 2006 "თეუსუ" ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ქ.ქუთაისი ნიკიას ქ. II შესახვევი №8